მოგესალმებათ CYBSECGROUP ფორუმი
№1 კიბერ ფორუმი საქართველოში, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გაეცნოთ საინტერესო პროექტებს, საინტერესო გარემოში
რეგისტრაცია

კითხვა TEMPEST Attack

W0RLD3ND3R

Hacktivist 🌐
აქტიური მომხმარებელი
ივნ 30, 2018
90
70
#1
გამარჯობა მეგობრებო, მაინტერესებს TEMPEST Attack რა ტიპის შეტევაა ან რა შემთხვევაში იყენებენ ხოლმე, და კიდევ მაინტერესებს Van Eck Phreaking ერთგვარ სინონიმად შეგვიძლია ჩავთვალოთ თუ რამე განსხვავებულია? ვინც კომპეტენტური ხართ იქნებ ორი სიტყვით დაწეროთ რაც იცით, რომ ზოგადი წარმოდგენა შემექმნას, ან მასალები გამიზიარეთ და თავად გავეცნობი. მადლობა~
 
მოწონებები: Dimitri Khetaguri and ADMINISTRATOR

კახა ჯელაძე

სტუმარი
#2
გამარჯობა მეგობრებო, მაინტერესებს TEMPEST Attack რა ტიპის შეტევაა ან რა შემთხვევაში იყენებენ ხოლმე, და კიდევ მაინტერესებს Van Eck Phreaking ერთგვარ სინონიმად შეგვიძლია ჩავთვალოთ თუ რამე განსხვავებულია? ვინც კომპეტენტური ხართ იქნებ ორი სიტყვით დაწეროთ რაც იცით, რომ ზოგადი წარმოდგენა შემექმნას, ან მასალები გამიზიარეთ და თავად გავეცნობი. მადლობა~
წყარო - https://en.wikipedia.org/wiki/Tempest_(codename)
მეც არ ვიცოდი ამ პროგრამაზე რაც ვიპოვე ეს არის დღეითვის...

TEMPEST არის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს და ნატო-ს პროგრამის კოდური სახელწოდება, რომელიც ეხება რადიაციული გაჟონვის გზით ინფორმაციულ სისტემებს, მათ შორის, გაუთვალისწინებელ რადიო ან ელექტრო სიგნალებს, ხმები და ვიბრაცია. TEMPEST მოიცავს ორივე გზას ჯაშუშურ თავდასხმას და მზგავსი თავდასხმისგან არჭურვილობის თავდაცვას . დაცვის ძალისხმევა ასევე ცნობილია, როგორც ემისიების უსაფრთხოება (EMSEC), რომელიც არის საკომუნიკაციო უსაფრთხოება (COMSEC).
კომპიუტერიზებული რადიაციის თვალსაზრისით NSA-ის მეთოდები კლასიფიცირებულია, მაგრამ ზოგიერთი დაცული სტანდარტი NSA- ს ან თავდაცვის სამინისტროს მიერ იქნა გაცემული. ჯაშუშური მოწყობილობების დაცვა მანძილის, დამცავი, ფილტრაციისა და ნიღბების გამოყენებით. TEMPEST-ის სტანდარტები განსაზღვრავენ ისეთ ელემენტებს, როგორებიცაა მოწყობილობებიდან კედლებამდე დაშორება, შენობებისა და აღჭურვილობის დაცვა, აგრეთვე კაბელები დაშორების გამოსაყოფად, საიდუმლო კლასიფიცირებული და არაკლასიფიცირებული მასალების გატარება, კაბელების ფილტრები, ასევე მანძილი და სკრინინგი კაბელებს შორის ან აღჭურვილობა და სამშენებლო მილები. ხმაურს შეუძლია ინფორმაციის დაცვა ფაქტობრივი მონაცემების ნიღბით.
მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტად TEMPEST ეხება ელექტრომაგნიტური გამოსხივების გაჟონვას, მასში ასევე შედის ხმა და მექანიკური ვიბრაცია. მაგალითად, შეგიძლიათ მოიძიოთ ნფორმაცია სმარტფონში ჩამონტაჟებული მოძრაობის სენსორის საშუალებით თუ რა მოქმედებას ასრულებს მსხვერპლი ეკრანზე/კლავიატურაზე. კომპრომისული ემისიები განისაზღვრება, როგორც არასასურველი ინტელექტუალური სიგნალები, შეუძლიათ გამოავლინონ ინფორმაცია მიღებული, დამუშავებული,გადამუშავებული ან სხვა...

ხვალ გავაგრძელებ ძებნას და დავდებ....იმედია უფრო მეტს ვიპოვი.
 
გადაამოწმა მოდერატორმა:
მოწონებები: W0RLD3ND3R

კახა ჯელაძე

სტუმარი
#3
მეორეს რაც შეეხება საერთოდ ვერაფერი ვნახე.მერე გუგლის თარგმანში ჩავწერე და ენის ავტომატურმა მაფიქსირებელმა დაწერა რომ აფრიკულ ენაზე ეწერა,თარგმნით კი ინგლისურზეც კი ვერ გადათარგმნა...
 

W0RLD3ND3R

Hacktivist 🌐
აქტიური მომხმარებელი
ივნ 30, 2018
90
70
#4
@კახა ჯელაძე რამდენი მოგიძებნია, დიდი მადლობა. უფრო ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა ვინმეს სცოდნოდა აქამდეც, ძებნიდან გამომდინარე და წყაროების ნაკლებობიდან მივხვდი, რომ არც ისე პოპულარულია, თუმცა ხელწამოსაკრავი თემა არაა და ვფიქრობ საკმაოდ საინტერესოა.

მეორეს რაც შეეხება საერთოდ ვერაფერი ვნახე.მერე გუგლის თარგმანში ჩავწერე და ენის ავტომატურმა მაფიქსირებელმა დაწერა რომ აფრიკულ ენაზე ეწერა,თარგმნით კი ინგლისურზეც კი ვერ გადათარგმნა...
მეორეზე იმიტომ დამჭირდა დაზუსტება, რომ რამდენიმე წყაროში ფრჩხილებში იყო მითითებული და ვიფიქრე რამე მსგავსი იქნებოდა. Wim van Eck სახელი და გვარია, ამიტომ არ გადაგითარგმნა.

რაღაცები მეც მოვძებნე და რამდენიმე საინტერესო სტატიას წავაწყდი, დრო როცა გექნება წაიკითხე.
წყარო #1, წყარო #2, წყარო #3.



თემასთან ახლოს არის ასევე MAGNETO & ODINI შეტევები, რაც გულისხმობს ფარადეის გალიაში არსებული მოწყობილობიდან სენსიტიური ინფორმაციის მოპარვას/გამოტანას ფარადეის გალიისგან არადაცულ არეში.
ქართულად მხოლოდ ეს ვნახე ფარადეის გალიასთან და TEMPEST–თან კავშირში.

კიდევ თუ ნახავ რამეს დაწერე აუცილებლად.

წარმატებები~
 
მოწონებები: კახა ჯელაძე

კახა ჯელაძე

სტუმარი
#5
მოვიძიებ მეც, შენს ნაპოვნ მასალასაც გამოვიყენებ, შევაჯამებ და ქართულად დავდებ...