მოგესალმებათ CYBSECGROUP ფორუმი
№1 კიბერ ფორუმი საქართველოში, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გაეცნოთ საინტერესო პროექტებს, საინტერესო გარემოში
რეგისტრაცია

Python Python 3.X_1 გადმოწერა გარემოს მოწყობა. ზოგადი მიმოხილვა ....

ვაკო ბატიაშვილი

I am Groot!!!
ადმინისტრატორი
ივნ 27, 2018
91
150
#1
მოკლედ იმ ფორუმებზე, ჯგუფებში ფეიჯებზე და მოკლედ სადაც ვარ ყველას უნდა პითნის ქართული წყარო. ბევრს აქვს დაწყებული თუნდაც "კოლეგა" TheDarkGhost-ს, hackexperts და ა.შ თუმცა ბოლომდე არავის არ აქვს მიყვანილი. (ოხ ეგ ზარმაცები). ამიტომ ამ ფორუმზე იქნება პითონის მხრივ ერთობ წინ წამოწეული. მოდი დავიწყოთ და გადმოვწეროთ პითონი შემდეგი ლინკიდან python.org 2.7 ვერსის გადმოწერა აიღეს მთავარი გვერდიდა და თუ ვინმეს 2.7 უნდა გადმოწერეთ აქედან ყველა დისტრიბუტივია :დ ანუ 2.* 3.* მაგრამ გირჩევთ 3.7 გადმოწეროთ. ვინაიდან ბევრ მოდულში შეიტანეს ცვლიკება უკვე და ვინც ჯერ არ იცის რა არის მოდული გპირდებით მალე გაიგებთ :D რომ გადმოწეთ ინსტალერს და გახსნით
1.PNG
დარწმუნდით რომ მონიშნავთ Add Python 3.7 to PATH ვინაიდან cmd დან ჩვენი დაწერილი სკირფტების გაშვებისას აღარ მოგვიწიოს მთლიანი დირექტორიის მითითება და დავატკნაპოთ პირველს. ანუ Install Now-ს და დააინსტალირებს ყველა იმ საჭირო ატრიბუტს რაც დაგვჭირდება. ახლა გავხსნათ cmd. სტარტში დაწერთ cmd ანდა ctrl+r-ს დააწვებით და ჩაწერთ cmd გასცხებთ ენთერს და გაიხსნება სიემდი. ეს ზემოთ ხსენებული ყველაფერი განხილული იყო ვინდოუსის მომხმარებლებისთვის. თორემ დებიანის დისტრიბუტიების უმეტესობას მოჰყვება პითონი. ყოველშემთხვევაში მე არმინახავს და არ მქონია რომელსაც არ ჰქონია. კალიზე თუ დაწერთ python-ს გაიხსნება პითონის 2.7 ვერსია ხოლო python3 თუ დაწერთ გაიხსნება 3.6(ბოლოს ეს გაიხსნა და თუ აფდეითს გააკეთებთ ალბათ 3.7 გაიხსნება, არ მიცდია). დაწეთ python და თუ მსგავსი რამ დაეწერა ესეიგი ყველაფერი კარგად გაგიკეთებიათ. თუ არადა დაწერთ რას გიწერთ და დაგეხმარებით რომ გაასწოროთ

2.PNG
მე ორივე პითნი მიყენია და ამიტომ ისე მოვაწყე გარემო რომ python3-ს ვწერ რომ გახსნას პითონის მესამე ვერსია. ახლა გაქვთ გახსნილი პითონის კონსოლი. აქ არ იწერება პროგრამები. აქ შეგიძლიათ უბრალოდ ბრძანებები შეიყვანოთ. მე რაღაცების საცდელად ვიყენებხოლმე :D აი მაგალთად დაწერეთ import os დააწექით ენთერს და შემდეგ დაწერეთ os.getcwd() რაც აბრუნებს ახლანდელ სამუშაო გარემოს. (get current working directory) შედეგი იქნება მსგავსი
3.PNG
თქვენ ჩვეულებრივ დაწერეთ 3-იანის გარეშე. კიდე ერთი კარგი რამე დავაინსტალირეთ.
სტარტში დავწეროთ idle და ვნახავთ idle(python 3.6) მე მას ვიყენებ სწორედ ედიტორად. ის დაახლოებით ასე გამოიყურება 4.PNG
მაგრამ მე საკუთარი თემა დავაყენე. (თქვენც შეგიძლია მასგავსად მოიქცეთ options => configre idle> Highlights. )
და ბარემ აქვე გავაკეთოთ ჩვენი პირველი პროგრამა.
idle-ში ვნახოთ File შემდეგ New File ანდა ctrl+n კომბინაცია. გამარჯობა სამყაროს რომ წერენ ხოლმე აი ეგ ოღონდ ჩვენ CSG-ს მივესალმოთ
print("hello CSG")

5.PNG
შენახვა შეგვიძლია File=> save ანდაც ctrl+s-ს კომბინაციით ანდაც run=> run module ანდაც f5 ზე ხელის დაჭერით გაეშვება კოდი. რისთვისაც საჭროა კოდი იყოს შენახული. ამიტომ ავტომატურად ამაოგდებს იმ ფანჯარას რასაც CTRL+S-ს დაჭერის დროს. 6.PNG
დავარქვათ სახელი და save as type არ შევცვალოთ. ვინაიდან პითონის ფაილებს აქვს ორ ნაირი გაფართოვება py & pyw როდესაც py-ს გავუშვებთ გაიხსნება კონსოლთან ერთად ხოლო pyw-ში კონსოლი არ იქნება. შევინახოთ ეკრანზე რომ მარტივი მისაგნები იყოს. და როგორც დავაწვებით შენახვას, თუ run module /f5 -ით გაუშვით მაშნ გამოიტანს შედეგს


7.PNG

ხოლო თუ ctrl+s-ს მშევეობით შეინახეთ უბრალოდ შიენახება და არ გეშვება პროგრამა. უკვე შენახული იქნება და ეფ 5 ზე დაჭერისას ესევე გაეშვება. როგორ გავხსნათ cmd-ით? cmd დავწერთ cd desktop და გადაგვიყვანს დესკტოპ ფოლდერში. უკან გასასვლელად შეგილძძლიათ გამოიყენოთ .. ანდა cd / რათა გადახვიდეთ მთავარ ფოლდერში. ანუ ც დისკის მთავარ ფოლდერში. ვინაიდნა ეკრანზე შევინახეთ და ვინაიდნა სი მე დი ეშვება c დისკის ფოლდერ users-ში და %userprofile % ში, რომლეშიც მოთავსებულია Desktop ფოლდერი, ანუ ჩვენ სადაც შევინახეთ უბრალოდ მოგვიწევს დავწეროთ cd desktop დავაწვეთ ენთერს , შემდეგ დავწეროთ python csg.py გავცხოთ ენთერს და მივიღებთ იმავე შედეგს. დღეისთვის სულ ეს იყო. ,ალე დაგიბრუნდებით
 
Last edited:

W0RLD3ND3R

Hacktivist 🌐
აქტიური მომხმარებელი
ივნ 30, 2018
90
70
#2
საინტერესო იყო, მალე დაგვიბრუნდი.
 

W0RLD3ND3R

Hacktivist 🌐
აქტიური მომხმარებელი
ივნ 30, 2018
90
70
#4
აუცილებლად. უბრალოდ ვფიქრობ უფრო საინტერესო რით გავხადო.
გააგრძელე და მიყევი თემატურად. ხალხის დეფიციტია ფორუმზე და პირველ რიგში ამაზე უნდა იმუშავოთ სტაფმა. გაკვეთილიდან გაკვეთილამდე თემის შესაბამისი მინი დავალება/ები რომ დადო ხოლმე ალბათ უფრო აქტიურად ჩაერთვებიან მომხმარებლები სწავლების პროცესში და ფორუმიც უფრო გააქტიურდება. სხვა მხრივ საინტერესოა, გასაგები ენით წერ რაც უადვილებს პითონით დაინტერესებულებს მასალის ათვისებას.
 

GGrinch

Loading... 👽
CSG Member
სექ 27, 2018
1
0
#5
შეგიძლიათ მითხრათ პითონი რაში გამოიყენება? ან რისთვისაა? (ვიცი რომ ერთერთი პროგრამული ენაა)
 

ვაკო ბატიაშვილი

I am Groot!!!
ადმინისტრატორი
ივნ 27, 2018
91
150
#6
მოკლედ რომ ვთქვათ ყველაფერში გამოიყენებ რა. ცოდნის დონეს გააჩნია. შეგიძლია დესკტოპ აპლიკაციების გაკეთება, საიტის აწყობა , ექსპლოიტების აწყობა და ასე შემდეგ. თუმცა უმეტეს წილად მონაცემთა ანალიზისთვის გამოიყენება დიდ პროექტებში. რამდენიმე ბიბლიოთეკის გამო რომელიც ძალიან ამარტივებს გამოთვლებს მე პირადად პენტესტინგში ვიყენებხოლმე ძალიან ხშირად...
 

ვაკო ბატიაშვილი

I am Groot!!!
ადმინისტრატორი
ივნ 27, 2018
91
150
#8
სცრიპტების დაწერა სად ღრის?
აიდიიში?
IDLE-ს ვიყენებ მე. ნუ თუ flask-ს ვიყენებ ან Django-ს მაშინ Sublime-ში ვწერ. გემოვნების ამბავია