მოგესალმებათ CYBSECGROUP ფორუმი
№1 კიბერ ფორუმი საქართველოში, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გაეცნოთ საინტერესო პროექტებს, საინტერესო გარემოში
რეგისტრაცია

განხილვა Kali Linux-ის ინსტალაცია Android-ზე

კახა ჯელაძე

სტუმარი
#1
გამარჯობათ

შეიძლება ბევრმა თქვენგანმა იცის თუ როგორ დააინსტალისროს Kali Linux Android-ზე,თუმცა მაინც გადავწყვიტე დამედო ეს პოსტი.
პირველ რიგში აუცილებელია ჩვენს Android მოწყობილობაზე გვქონდეს ადმინისტრატორის უფლებები ანუ root-ის უფლებები.
მე ვიყენებ Xiaomi Redmi Note 4 (Octa-core 2.0 GHz Snapdragon 625 CPU).ამ მოწყობილობის დასარუთად დაახლოებით ორი კვირაა საჭირო,რადგან ოფიციალური საიტიდან უნდა მოხდეს აპლიკაციის გადმოწერა,რომლითაც ვაგზავნით მოთხოვნას თუ რატომ გვინდა ეგრედწოდებული Bootloader-ის გახსნა.მოთხოვნაზე დასტურის გარეშე Bootloader არ იხსნება და შესაბამისად ვერ ხერხდება SuperSU აპლიკაციის ინსტალაციაც,რომელიც მოგვანიჭებს root-ის უფლებებს.
მოკლედ root-ის შემდეგ ჩვენ დაგვჭირდება ორი აპლიკაცია Google Play Store- იდან Linux Deploy და VNC Viewer.


Screenshot_2018-11-19-11-13-33-710_com.android.vending.jpg Screenshot_2018-11-19-11-12-40-405_com.android.vending.jpg

პირველ რიგში ვხსნით Linux Deploy

Screenshot_2018-11-19-11-21-07-135_ru.meefik.linuxdeploy.jpg

გახსნის შემდეგ შეგვყავს საინსტალაციოს მონაცემები...ასევე ამ პროგრამით გარდა Kali-სა შეიძლება სხვა ვერსიების დაყენებაც
Screenshot_2018-11-19-11-15-26-192_ru.meefik.linuxdeploy.png

Screenshot_2018-11-19-11-15-51-495_ru.meefik.linuxdeploy.jpg

როგორც ხედავთ გააჩნია მეხსიეების ავტომატური გამოყოფა,User Name & Password- ში შეგყავთ სასურველი ინფორმაცია.მითითებულ მომხმარებლის სახელს ექნება root პრივილეგია (ტერმინალში აუცილებელია sudo-ს გამოყენება).

Screenshot_2018-11-19-11-17-58-519_ru.meefik.linuxdeploy.png

როგორც ხედავთ ასევე შეგიძლიათ SSH-ის გამოყენება.GUI უნდა იყოს მონიშნული რათა VNC-მ შეძლოს ეკრანზე გამოტანა.
ინფორმაციის შეტანის შემდეგ ვაინსტალირებთ მითითებულ დისტრიბუტივს

Screenshot_2018-11-19-11-18-06-288_ru.meefik.linuxdeploy.jpg

ინსტალაციის შემდეგ ვაკეთებთ კონფიგურაციას.დასრულების შემდეგ დააწვებით start-ს და გადახვალთ VNC-ზე


Screenshot_2018-11-19-11-19-53-604_ru.meefik.linuxdeploy.jpg


Screenshot_2018-11-19-11-23-28-729_com.realvnc.viewer.android.png


თქვენს შემთხვევაში გამოვა ცარიელი ფანჯარა.აჭერთ უბრალოდ "+" და ქმნით კავშირს
Screenshot_2018-11-19-11-25-39-352_com.realvnc.viewer.android.png

ჩაწერთ IP მისამართს რომელიც Linux Deploy-ზე არის მითითებული
Screenshot_2018-11-19-11-14-11-026_ru.meefik.linuxdeploy.jpg
სახელს რაც შეეხება მიუთითეთ ნებისმიერი.

Screenshot_2018-11-19-11-26-17-711_com.realvnc.viewer.android.jpg

დასრულების შემდეგ დააჭირეთ ახლად გამოტანილ ფანჯარას რის შემდეგაც შეიყვანთ პაროლს რომელიც Linux Deploy-ში მიუთითეთ რის შემდეგაც დაუკავშირდება და გამოიტანს ვირტუალურ მანქანას ეკრანზე...


Screenshot_2018-11-19-11-28-11-672_com.realvnc.viewer.android.png
 

Attachments

გადაამოწმა მოდერატორმა:
მოწონებები: zangi babu, Almighty and Dimitri Khetaguri
ივნ 9, 2018
8
21
#3
იმედია გამოგადგებათ და თუ დაგაინტერესებთ ანდროიდიდან პენეტრაცია ინფორმაციის შეგროვება/მოძიება და ა.შ გავაგრძელებ პოსტების დადებას...
[+] respect (y)
 
მოწონებები: კახა ჯელაძე