მოგესალმებათ CYBSECGROUP ფორუმი
№1 კიბერ ფორუმი საქართველოში, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გაეცნოთ საინტერესო პროექტებს, საინტერესო გარემოში
რეგისტრაცია

განხილვა Cisco №3

Dimitri Khetaguri

From Darkness to Light
Founder CEO
ივნ 24, 2018
188
297
Georgia, Tbilisi
KhetaguriDimitri.GitHub.io
#1

//ვაგრძელებთ ცისკოს მიმოხილვას

ქსელის მუშაობის პრინციპი წარმოშობს პაკეტების ერთი მხრიდან მოთხოვნას და მეორე მხრიდან საპასუხო პაკეტის გაგზავნას და ადგილამდე მისვლას, რაც დაშიფრულ არხში მიმდინარეობს.

სანამ პაკეტი გადაიცემა უსადენო ან სადენიან ქსელში, საჭიროა მისი ინკაფსულაცია მონაცემთა არხის ფრეიმში, რადგან ოპერაცია ჩატარდეს ფიზიკურ გარემოში, სადაც პაკეტის მოძრაობა მიმდინარეობს მარშრუტიზატორზე, მარშრუტიზატორიდან მარშრუტიზატორზე და კვანძზე, ჯამში პაკეტის ინკაფსულირება მონაცემთა არხის ფრეიმში შეიცავს :

წყაროს კვანძის მონაცემთა არხის მისამართი - გამგზავნის მოწყობილობის ქსელის ინტერფეისის ბარათის ფიზიკური მისამართი
დანიშნულების კვანძის მონაცემთა არხის მისამართი - მიმღების მოწყობილობის ქსელის ინტერფეისის ბარათის ფიზიკური მისამართი

მოწყობილობები ქსელში და პაკეტების მიმოსვლა, ტრანსპორტირება, მარშუტიზაცია
იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ მოწყობილობები ქსელში, მნიშვნელოვანია კარგად გავიაზროთ როგორც ქსელის შრის, ასევე მონაცემთა არხის მისამართების როლები.

ქსელის შრის მისამართების როლი

ქსელის შრის მისამართები, ანუ IP-მისამართები, გამოსახავენ ორიგინალ წყაროსა და საბოლოო დანიშნულების კვანძების მისამართებს. IP-მისამართი შედგება ორი ნაწილისაგან:
  • ქსელის ნაწილი - მისამართის მარცხენა ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს, რომელ ქსელს განეკუთვნება IP-მისამართი. ერთ ქსელში გაერთიანებული ყველა მოწყობილობის მისამართი გამოისახება ერთი და იმავე ქსელური სეგმენტით.
  • კვანძის ნაწილი - მისამართის დარჩენილი ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ქსელში სპეციფიური მოწყობილობის მისამართს. კვანძის ნაწილი უნიკალურია ქსელში გაერთიანებული თითოეული მოწყობილობისათვის.

ჩვენს მაგალითში კომპიუტერი PC1 ურთიერთობს FTP სერვერთან, რომელიც გაერთიანებულია იმავე ქსელში.
  • წყაროს კვანძის IP-მისამართი - გამგზავნი მოწყობილობის IP-მისამართი, კლიენტის კომპიუტერისა PC1: 192.168.1.110.
  • დანიშნულების კვანძის IP-მისამართი - მიმღები მოწყობილობის, FTP სერვერის IP-მისამართი: 192.168.1.9
//მონაცემთა არხის მისამართების როლი

როდესაც IP პაკეტის გამგზავნი და მიმღები არიან ერთ ქსელში, მონაცემთა არხის ფრეიმი გადაეცემა უშუალოდ მიმღებ მოწყობილობას. ეთერნეტის ქსელში მონაცემთა არხის მისამართი ცნობილია, როგორც ეთერნეტის (მედიაზე წვდომის მართვის) მისამართი. MAC მისამართი ფიზიკურადაა ინტეგრირებული ქსელის ინტეფეისის ბარათში.
  • წყაროს კვანძის MAC მისამართი - ეს არის მონაცემთა არხის მისამართი, ან ეთერნეტ MAC მისამართი, მოწყობილობისა, რომელიც აგზავნის მონაცემთა არხის ფრეიმს ინკაფსულირებული IP პაკეტით. MAC მისამართი ეთერნეტის ქსელის ინტერფეისის ბარათისა PC1 -სათვის არის AA-AA-AA-AA-AA-AA, ჩაწერილი თექვსმეტობით ფორმატში
  • დანიშნულების MAC მისამართი - როდესაც მიმღები მოწყობილობა იმავე ქსელშია, რომელშიც გამგზავნი, ეს არის მიმღები მოწყობილობის მონაცემთა არხის მისამართი. ამ მაგალითში დანიშნულების კვანძის MAC-მისამართია FTP სერვერის MAC-მისამართი: CC-CC-CC-CC-CC-CC, ჩაწერილი თექვსმეტობით ფორმატში
ფრეიმი ინკაფსულირებული IP პაკეტით ახლა შეიძლება გადაგზავნილ იქნას PC1 - დან უშუალოდ FTP სერვერზე
 
მოწონებები: ბექა, kitrigaigde and (deleted member)