მოგესალმებათ CYBSECGROUP ფორუმი
№1 კიბერ ფორუმი საქართველოში, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გაეცნოთ საინტერესო პროექტებს, საინტერესო გარემოში
რეგისტრაცია

განხილვა სოციალური ინჟინერია

კახა ჯელაძე

სტუმარი
#1
თუ რამეში შევცდები/რამეს არასწორად დავწერ კომენტარებში ჩაწერეთ

გამარჯობათ მეგობრებო.ფორუმზე რამოდენიმე სტატია წავიკითხე და გადავწყვიტე დამეწერა ჩემეული ვერსია...შევეცდები აგიხსნათ თუ რა არის სოციალური ინჟინერიით/მასიური ფსიქოლოგიური ზემოქმედებით შეტევა.
ბევრ დამწყებს ჰგონია,რომ სოციალური ინჟინერია მხოლოდ ადამიანის დარწმუნებაა ინფიცირებულ ლინკზე გადასვლით ან მათი მოტყუებაა...თუ ასე ფიქრობთ მაშინ სჯობს ნულიდან დავიწყოთ...
სოციალური ინჟინერია ანუ ფსიქოლოგიურად კონკრეტულ პიროვნებაზე ან ადამიანთა ჯგუფზე ზემოქმედება ყოველთვის ხდებოდა და მოხდება.
მზგავსი შეტევის ხერხია რეკლამები,წინასაარჩევნო დაპირებები,ფერები,ადამიანთა ქცევის მანერები/საუბრის მანერები,დაწერილი თუ და უწერელი კანონები,ჩაცმულობა,საფონდო ბირჟა, ყველაფერი რაც ადამიანის ხელით არის შექმნილი მანიპულირებს და გაიძულებთ რომ გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად შეასრულოთ ან თავი შეიკავოთ გარკევეული მოქმედების შესრულებისგან...
ყველას კარგად მოგეხსენებათ რომ ადამიანის ქმედებებს,ფიქრებს,ოცნებებს ძირითადად განაგებს ცნობიერება.
ყველაფერი რასაც ადამიანი ხედავს,ისმენს და გრძნობს "ილექება" ქვეცნობიერში.მაგალითისთვის ავიღოთ რეკლამა.
რეკლამა ეფექტური საშუალებაა ადამიანთა მასის ფსიქიკაზე ზემოქმედებისთვის.ქუჩაში გავლისას არ აქ მნიშვნელობა ფეხით თუ ტრანსპორტით,ჩვენი თვალი ხედავს და აღიქვამს ყველაფერს,თუმცა თქვენ თავად არა,ხედვითი მეხსიერების უმეტესობა სწორედ ქვეცნობიერში ილექება და თქვენ ვერც კი ამჩნევთ დანახულის უმეტესობას,რეალურად ხედავთ და აღიქვამთ კონკრეტულ ობიქტს.თუმცა რაიმე სახის პროდუქტზე(რომელსაც ძირითადად რეკლამაზე ნახავთ) ფიქრისას მაშინვე გახსენდებათ კონკრეტული პროდუქტი,რომელიც თქვენმა ქვეცნობიერმა ჩაიწერა/დაიმახსოვრა ,თუმცა შეიძლება სულ ვერ გაიხსენოთ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია.
მასიური ფსიქოლოგიური შეტევა არის შეტევა,რომელიც პირდაპირ დარტყმას აყენებს ადამიანთა მასის ქვეცნობიერს,ახდენს მასზე ზემოქმედებას და კონკრეტული მომენტის დადგომის დროს,ანუ როდესაც ადამიანმა ან ადამიანთა ჯგუფმა რაიმე მოქმედება უნდა შეასრულოს,აიძულებს ქვეცნობიერის მეშვეობით შეასრულოს გარკვეული მოქმედება.ამ დროს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ფიქრობს,რომ ეს მათი სურვილია თუმცა რა თქმა უნდა ეს ასე არ არის.
მზგავსი შეტევის ხერხს ასევე იყენებენ პოლიტიკოსები.მაგალითად საქართველოში ისინი ხშირ შენთხვევაში ქვეყნის ისტორიას და რელიგიასაც კი იყენებენ(ფრაზები,კადრები გასულ საუკუნეზე/წლებზე).ამ სტატიის პოლიტიზირება არ მინდა,შეიძლება მეშლება მაგრამ დღევანდელი პრეზიდენტის ჯვარიც ალბათ გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს რადგან თამარ მეფის ჯვრის ასლია...ამას აღარ გავაგრძელებ...


როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს მზგავსი სახის ზემოქმედებას იყნებენ კვების ობიექტები წითელი ფერის მეშვეობით.წითელი ფერი აღძრავს შიმშილის გრძნობას...
მასიურ ფსიქოლოგიურ შეტევას იყენებს სახლემწიფოც.იგი გარკვეული ინსტიტუტებითა და კანონებით აიძულებს ადამიანთა ჯგუფს შეასრულოს ან თავი შეიკავოს გარკვეული ქმედებებისგან...
მოდას რაც შეეხება,რა თქმა უნდა რეკლამით ზემოქმედებს,მაგრამ უფრო მეტად ადამიანებზე იგი ადამიანების გარკვეული ჯგუფით ზემოქმედებს...იქნება ეს ჩაცმის სტილი,მაკიაჟი და ა.შ.
როგორ ფიქრობთ რატომ არიან არასრულწლოვნები სიგარეტისადმი მიდრეკილები?!
რა თქმა უნდა გარემო მათზე ზემოქმედებს,მაგრამ საწყისი მათ ბავშვობაში ნანახი ანიმაციურიფილმებია...ყველას კარგად გვახსოვს მულტსერიალი "Ну, погоди" სადაც მგელუკა სულ ეწევა და კიდევ უამრავი მზგავსი პროდუქტი,ვითომ არაფერი უბრალოდ მულტფილმია მაგრამ ეს ყველაფერი ქვეცნობიერში ილექება და კონკრეტულ მომენტში ფეთქდება.
ერთ-ერთი კომპანია რომელიც საკუთარ ქვეყანაში პატრიოტიზმის გამყარებას და შეერთებული შტატების წინა ფლანგზე წარმოჩენას უზრუნველყოფს სოციალური ინჟინერიით,არის მარველი.ის და არა მარტო ის იღებს ფილმებს რომელშიც მოქმედება ხდება ამერიკაში ან ამერიკელების მიერ სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე.იფიქრებთ ალბათ "ფილმია რა!",მაგრამ ეს თქვენს ქვეცნობიერში სულ სხვანაირად ილექება და აღიქმება.
გაიხსენეთ ერთ-ერთი პერსონაჟი "კაპიტანი ამერიკა".მეტყვით ალბათ ზედმეტად უღრმავდებიო,მაგრამ გიპასუხებთ-ერთადერთი გზა მზგავსი შეტევის ასარიდებლად ფიქრი და დეტალებში ჩაღრმავებაა...ზუსტად ამას ჰქვია "Deeplearning").ეს პერსონაჟი უძლეველია და სწორედ ამ პერსონაჟით მთავრობამ უზრუნველყო ქვეცნობიერზე ზემოქმედება და ყველას კარგად "ჩაუბეჭდა",რომ შეერთებული შტატები შეუხებელია...
კიდევ ბევრს დავწერდი და განვავრცობდი,მაგრამ საფიქრალს დაგიტოვებთ და რა თქმა უნდა მეც მოვახდენ ამით ფსიქოლოგიურ გავლენას და გაიძულებთ ამ მაგალითებიდან გამომდინარე იფიქროთ იმაზე თუ სინამდვილეში რა გინდათ...
:)
 
გადაამოწმა მოდერატორმა:

Dimitri Khetaguri

From Darkness to Light
ზედამხედველი
ივნ 24, 2018
160
262
Georgia, Tbilisi
ge.linkedin.com
#2
საკმაოდ შრომა ჩაგიდია, საკმაოდ ამომწურავად წერია, პროფესიონალურად და გაანალიზებულად, ყველაფერში გეთანხმები და ახალიც გავიგე ინფო, მალადეც კაიაა (y)
 
მოწონებები: კახა ჯელაძე

W0RLD3ND3R

Hacktivist 🌐
აქტიური მომხმარებელი
ივნ 30, 2018
90
70
#3
ვფიქრობ უნდა განაგრძო ამ თემაზე სტატიების წერა, საინტერესო იყო. ზოგადი გასაგებია, მაგრამ იქნებ შემდეგისთვის ჰაკინგთან კავშირში ისაუბრო, ბევრმა არ იცის როგორ იყენებენ თუნდაც მარტივ ფსიქოლოგიურ ხრიკებს ინფორმაციის მისაღებად.~

თუ მოვიცალე შეიძლება ერთი სტატია მეც დავწერო ამ თემასთან კავშირში.
 
მოწონებები: კახა ჯელაძე

კახა ჯელაძე

სტუმარი
#5
ვფიქრობ უნდა განაგრძო ამ თემაზე სტატიების წერა, საინტერესო იყო. ზოგადი გასაგებია, მაგრამ იქნებ შემდეგისთვის ჰაკინგთან კავშირში ისაუბრო, ბევრმა არ იცის როგორ იყენებენ თუნდაც მარტივ ფსიქოლოგიურ ხრიკებს ინფორმაციის მისაღებად.~

თუ მოვიცალე შეიძლება ერთი სტატია მეც დავწერო ამ თემასთან კავშირში.
ინებე მეორე ნაწილი :)
იმედია მოგეწონებათ...