მოგესალმებათ CYBSECGROUP ფორუმი
№1 კიბერ ფორუმი საქართველოში, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გაეცნოთ საინტერესო პროექტებს, საინტერესო გარემოში
რეგისტრაცია

რა ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ კიბერ რისკებს საქმიანობის შედეგებზე

giorgi-burkadze-259

კოდირებაზე მიჯაჭვული
CSG Member
მაი 31, 2020
7
1
magarisaiti.epizy.com
#1
ბიზნეს ლიდერები სამართლიანად არიან შეშფოთებულნი მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ ხშირად გავრცელებული ინფორმაციით კიბერშეტევებთან, მონაცემების გაჟონვასა და სხვა კიბერ საფრთხეებთან დაკავშირებით. ამავე დროს, მათ ესმით, რომ საწარმოო ღირებულების შექმნა ხშირად რისკების გაწევასთან არის დაკავშირებული, ვინაიდან რისკები საქმიანობის შედეგებზე აისახება. მოცემული ხუთი სტატიის ნაკრები გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კიბერ რისკების გააზრება ინოვაციებისთვის, საქმიანობის შედეგების გაუმჯობესებისა და საწარმოო ზრდისთვის.

მსოფლიო პაროლებს მიღმა: უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ციფრულ გარდაქმნაში მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება
ჩვენი უმრავლესობა იყენებს ერთსა და იმავე მარტივ პაროლს რეგისტრაციისათვის, რადგან ათეულობით სხვადასხვა რიცხვებისა და ასოების კომბინაციის დამახსოვრება რთულია. ტექნოლოგიები მალე პაროლების სისტემას მოძველებულად ცნობს, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოების გაძლიერებას და ამასთანავე, გამოიწვევს მომხმარებლებისა და კლიენტების კმაყოფილებას.

ინფორმაციის უსაფრთხოების დირექტორი (CISO): უსაფრთხოების სტრატეგიული ორგანიზაციის მართვა
კლიენტთა მონაცემებისა და ინტელექტუალური საკუთრების მოცულობის ზრდასთან და ინფორმაციის მოპარვის ახალი ფორმების აღმოცენებასთან ერთად, ინფორმაციის უსაფრთხოების დირექტორის როლი სულ უფრო ძლიერი და სტრატეგიული უნდა გახდეს. შესაბამისობის საკითხების მონიტორის ფუნქციამ უნდა შეითავსოს ორგანიზაციის კიბერ რისკებზე განაწილებული პასუხისმგებლობის კულტურის ჩამოყალიბების ფუნქცია.

რისკების რაოდენობის განსაზღვრა: რა შეიძლება კიბერ რისკების მენეჯმენტმა ისწავლოს ფინანსურის მომსახურების სექტორისგან?
კიბერ რისკების შეფასების რაოდენობრივი მოდელები, რომლებსაც იყენებენ ფინანსური მომსახურების კომპანიები, უფრო და უფრო პოპულარი ხდება. თუმცა რისკის მენეჯერები შესაძლოა ჭეშმარიტების გზას ასცდნენ თუ ზედმეტად დაეყრდნობიან ამ მოდელებს საჭიროების გარეშე. მოდელების ეფექტურად გამოყენების რა გამოცდილებას ფლობს ფინანსური მომსახურების სექტორი კიბერ რისკების ეფექტური მართვის მიზნით?

ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევის ფარული ხარჯები: კიბერ ქურდობა და ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფა
ჰაკერების მიერ კლიენტთა მონაცემების ხელში ჩაგდება შეიძლება ძვირადღირებული საფრთხეა, მაგრამ კიბერ დამნაშავეების მიერ ინტელექტუალური საკუთრების ხელში ჩაგდებამ შესაძლოა კომპანიის მომავალს შეუქმნას საფრთხე. ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხის პრიორიტეტულობის განსაზღვრისა და შესაძლო შემთხვევებისთვის მზადყოფნისთვის გადადგმული პირველი ნაბიჯია: ინტელექტუალური საკუთრების შესაძლო დაკარგვის ფაქტების სათანადო შეფასება.

უსაფრთხოების მონიტორინგიდან კიბერ რისკების მონიტორინგამდე: ბიზნესზე მორგებული კიბერუსაფრთხოება
საინფორმაციო ტექნოლოგიების არც ერთ სისტემას არ შეუძლია ყველა ცრუ ელ.ფოსტისა თუ მონაცემთა გაჟონვის ფაქტის აღმოჩენა. მაგრამ რა ხდება როცა თქვენს ქსელში ვირუსი ხვდება? ტოპ მენეჯერებმა უკეთ უნდა გაიაზრონ კიბერ რისკები, განახორციელონ სათანადო მონიტორინგი და შეიმუშაონ სწრაფი რეაგირების გეგმები და რაც მთავარია, ყურადღება გაამახვილონ პრევენციის საკითხებზე.