მოგესალმებათ CYBSECGROUP ფორუმი
№1 კიბერ ფორუმი საქართველოში, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გაეცნოთ საინტერესო პროექტებს, საინტერესო გარემოში
რეგისტრაცია

რა არის ქსელი (მიმოხილვა №2)

Dimitri Khetaguri

From Darkness to Light
Founder CEO
ივნ 24, 2018
185
297
Georgia, Tbilisi
KhetaguriDimitri.GitHub.io
#1
გამარჯობათ, ამ სტატიაში მინდა ქსელის მიმოხილვა გავაკეთო, ვინც არ იცის რა არის ქსელი
შევეცდები აგიხსნათ მარტივად და უმოკლესად ქსელების შესახებ!​

free-network-and-internet-vector-icon.jpg


ქსელი (ნაწილი მეორე)
მეორე ნაწილს იმით დავიწყებ რომ ინტერნეტი რომლითაც ჩვენ ვსარგებლობთ ყველაზე დიდი ქსელია ანუ ქსელთა ქსელს წარმოადგენს, წინა სტატიასი დავწერე რომ ქსელის სახეობებია გლობალური, ლოკალური და რეგიონალური - ხოლო მათი გაერთიანება ქმნის მრავალდონიან იერარქიულ პირამიდას, რომელიც იძლვეა საშუალებას მონაცემთა მასივების უზარმაზარი დონით დამუშავებაზე ანუ ინფორმაციული რესურსებისადმი შეუზღუდავ ხელმისაწვდომობას.

ხოლო თუ ჩვენ გავაერთიანებთ ლოკალურ და გლობალურ ქსელს მივიღებთ ვიპიენს VPN - Virtual Private Network ანუ ვირტუალურ კერძო ქსელს, რომელიც მიიღება ორი ან რამდენიმე ტერიტორიულად განცალკევებული ლოკალური ქსელის გაერთიანებით საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გლობალური ქსელების არხების დახმარებით. (რა დანიშნულება აქვს VPN რაში გამოიყენება და რაში გვჭირდება, ამს ტატიას კიდევ ცალკე დავწერ)

//

ქსელები ასევე უნდა იცოდეთ რომ იყოფა ორ კატეგორიად - კაბელური და უკაბელო მონაცემთა გადაცემა

კაბელური - სპილენძი, კოაქსიალური კაბელი, ხვეული წყვილის, ოპტიკური ბოჭოკოს გამოყენებით
უკაბელო - რადიოარხებით სიხშირეებით და ინფრაწითელ დიაპაზონში ინფორმაციის გადაცემით

//

კომპიუტერებს შორის როლების განაწილების თვალსაზრისით ქსელები არსებობენ ერთრანგიანი და კლიენტ-სერვერული

ერთრანგიანი ქსელები - ყველა კომპიუტერი თანასწორუფლებიანია, ანუ ყველა კომპიუერს თანასწორი პრივილეგია გააჩნია, ყოველ მათგანს შეუძლია შეასრულოს სერვერის როლი ანუ მიაწოდოს ფაილები და აპარატურული რესურსები დანარჩენ კომპიუტერებს, ასევე კლიენტის როლი, რომელიც სარგებლობს სხვა კომპიუტერების რესურსით
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შეგახსენებთ რომ სერვერი არის სპეციალურად გამოყოფილი მაღალმწარმოებლური კომპიუტერი, აღჭურვილი შესაბამისი სერვერული პროგრამული უზრუნველყოფით, რომელიც ცენტრალიზებულად მართავს ქსელის მუშაობას და აწვდის ქსელის სხვა კომპიუტერებს თავის რესურსებს
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 
მოწონებები: havit, 7r0l4xKyZ, ბექა and 1 other person