მოგესალმებათ CYBSECGROUP ფორუმი
№1 კიბერ ფორუმი საქართველოში, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გაეცნოთ საინტერესო პროექტებს, საინტერესო გარემოში
რეგისტრაცია

რა არის ქსელი (მიმოხილვა №1)

Dimitri Khetaguri

From Darkness to Light
Founder CEO
ივნ 24, 2018
185
297
Georgia, Tbilisi
KhetaguriDimitri.GitHub.io
#1
გამარჯობათ, ამ სტატიაში მინდა ქსელის მიმოხილვა გავაკეთო, ვინც არ იცის რა არის ქსელი
შევეცდები აგიხსნათ მარტივად და უმოკლესად ქსელების შესახებ!​

free-network-and-internet-vector-icon.jpg

ინფორმაციები გადატვირთული რომ არ გამომივიდეს, რამდენიმე კატეგორიად დავყოფ ამ საკითს

ქსელი (ნაწილი პირველი)
ადამიანებს შორის კომუნიკაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ ცხოვრებაში, მათ სჭირდებათ ინფორმაცია ერთმანეთზე, ახალ ამბებზე, ამინდზე, ფინანსურს მაჩვენებელზე და ყველაფერზე რაც ადამიანის ინტერესშია, ინფორმაციების მიღების და გაცემის მეთოდები ოდიდგანვე ვითარდებოდა, იხვეწებოდა, ყალიბდებოდა და დღევანდელობაში ამ ყველაფერი მიიღო სახელი ქსელი / Network / Cеть !

კომპიუტერული ქსელი ეხმარება ადამიანს უსწრაფესად მიიღოს და გასცეს გარკვეული საკითხი, ინფორმაცია და ასე შემდეგ, ყველაფერთან ერთად კომპიუტერული სისტემების განვითარებამ მოითხოვა ქსელების განვითარებაც რაც ხელს შეუწყობდა ინფორმაციების სწრაფად გადაცემას, მიღებას და რაც მთავარია უსაფრთხოთ.

ქსელი - ეს გახლავთ ინფორმაციის გაცვლა ვირტუალურ სივრცეში, სადაც მიზანია კოდმა მიაღწიოს კონკრეტულ წერტილამდე, როგორც ჩვენს ცხოვრებაში ასევე ვირტუალურ სივრცეშიც არსებობს გარკვეული ეთიკა, ნორმები და წესები.


//

ქსელს გააჩნია 4 ძირითადი საერთო ელემენტი :

წესები (პროტოკოლები) - ინფორმაციის მიღება/გაცემის წესი
გარკვეული ელემენტები, რომლებიც გზავნიან ერთი მოწყობილობიდან მეორეში ინფორმაციას
დივაისი, რომლითაც ხდება ამ მოწყობილობების დაკავშირება
ქსელური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ერთმანეთთან ინფორმაციას

//

ქსელში შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი რესურსები - პროგრამები, მონაცემთა ფაილები, პრინტერები, დივაისები და ყველაფერი ის რასაც ინფორმაციის გაცვლის უნარი გააჩნია.

########
ქსელი იყოფა სამ ძირითად კლასად
ლოკალური ქსელი - ( Lan - Local Area Network ) - ერთმანეთთან დაკავშირებული, პრივატული კომპიუტერების ერთობლიობა
რეგიონალური ქსელი - ( Man - Metropolitanl Area Network ) - რომელიც აერთიანებს ბევრ ლოკალურ ქსელს ერთ გარკვეულ კვარტალში
გლობალური ქსელი - ( Wan - Wire Area Network ) - რომელიც აერთიანებს სხავადასხვა ქალაქებს, რეგიონებს გლობალური სახით
########
 
Last edited:
მოწონებები: ბექა, havit, theodous and 3 others