მოგესალმებათ CYBSECGROUP ფორუმი
№1 კიბერ ფორუმი საქართველოში, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გაეცნოთ საინტერესო პროექტებს, საინტერესო გარემოში
რეგისტრაცია

წესები ფორუმზე

გთხოვთ გაეცნოთ წესებს
მოგესალმებათ ფორუმის ადმინისტრაცია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ვირტუალ კიბერ პორტალზე, გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი წესები

პირველ რიგში მინდა გაცნობოთ, რომ ფორუმზე დაყენებულია დაცვის სისტემა და შეტევის შემთხვევაში სისტემა ავტომატურად დაადებს ბანს აიპს მისამართზე, გთხოვთ მსგავს შემთხვევებს არ ჰქონდეს ადგილი
მაგალითად: DDoS, SQL ინექცია, BruteForce, XSS Attack და ასე შემდეგ!

I მომხმარებლის რეგისტრაცია

• თუ თქვენ გადაწყვიტეთ დარეგისტრირდეთ, ამით ავტომატურად ადასტურებთ, რომ ეთანხმებით უკლებლივ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ წესს

• ფორუმზე წარმატებული რეგისტრაციისთვის აუცილებელია წარმოადგინოთ თქვენი მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი

• მომხმარებლის მეტსახელის (nickname) არჩევანი თქვენი პირადი ნებაა. ადმინისტრაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს სანქციებს თქვენი ფორუმული მეტსახელის მიმართ, თუ მისი შინაარსი ეწინაამდეგება საზოგადოებაში მიღებულ ეთიკურ ნორმებს ან შეურაცმყოფელია ფორუმის სხვა მომხმარებლებისთვის

• ასევე იკრძალება ისეთი მეტსახელის რეგისტრაცია, რომელიც იმდენად ჰგავს უკვე არსებულ მეტსახელებს, რომ შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს ფორუმის სხვა მომხმარებელი

• აკრძალულია ერთი მომხმარებლის მიერ რამდენიმე ფორუმული პროფილის შექმნა, მიუხედავად იმისა, თუ რა მიზანს ემსახურება ეს ქმედება. აღნიშნული დარღვევის შედეგად მოყვება ფორუმის ადმინისტრატორის მიერ ყველა თქვენი პროფილის გაუქმება

• თუ თქვენ დიდი ხნის განმავლობაში არ შეხვალთ ფორუმზე, ადმინისტრაციამ შესაძლოა განიხილოს საკითხი თქვენი პროფილის გაუქმების შესახებ, ასევე ფორუმზე არაინდენთიფიცირებული მომხმარებლების პროფილის გაუქმებაც შექმნისთანავე განხილვის ქვეშ იქნება

II. ფორუმზე წესრიგის შენარჩუნება

• ფორუმზე მომხმარებელთა ურთიერთობა აგებულია საზოგადოებაში მიღებული მორალისა და ქსელური ეტიკეტის პრინციპებზე

• მკაცრად აკრძალულია უცენზურო სიტყვების, გინების, შეურაცმყოფელი გამონათქვამების გამოყენება, მიუხედავად იმისა, თუ ვისი მისამართით იქნება ისინი გამოყენებული. მათ შორის აკრძალულია უხამს სიტყვებში ასოების შეცვლა სხვა სიმბოლოებით და ამ სახით მათი გამოქვეყნება

• მომხმარებელთა შორის ყველა უთანხმოება უნდა წარიმართოს პირადი მიმოწერის რეჟიმში. ის მომხმარებელი, რომელიც ვერ უწევს კონტროლს საკუთარ სიტყვებს და ემოციებს და ღიად მიაყენებს შეურაცყოფას სხვა მომხმარებელს, მიიღებს საყვედურს, ხოლო საყვედურების დაგროვების შემდგომ მომხმარებელი დაიბლოკება

• კატეგორიულად აკრძალულია ნებისმიერი რეკლამა, მათ შორის ინტერნეტ–პროექტების რეკლამირება. ყველა სარეკლამო განცხადება წინასწან შეთანხმებული უნდა იყოს ფორუმის ადმინისტრაციასთან


• ფორუმზე ნებისმიერ გაზიარებულ ლინკს, გარდა ფოტოებისა და Ppen-Source (non-obfuscated) კოდებისა, თუკი თქვენ პირდაპირ ლინკს დებთ კონკრეტული ხელსაწყოსთვის და ა.შ სატიის ბოლოში სავალდებულოა დართული გქონდეთ virus-total-ის ბმული

• თუკი თემა მოგაქვთ რაიმე სხვა საიტიდან, სასურველია მიუთითოთ ორიგინალი წყარო და/ან პოსტის ავტორი

კონკრეტულ კითხვებზე/პრობლემებზე შეგიძლიათ მომწეროთ მე ან რომელიმე ადმინისტრატორს/ზედამხედეველს



• ფორუმზე გაფლუდვა აკრძალულია
• ფორუმზე არ დაარღვიოთ ცენზურა
• ფორუმზე არ შეიძლება თემების გახსნა არა კიბერ საკითხებზე, ასევე აკრძალულია 2-3 ხაზიანი თემების დადება და მკაცრად დასჯადია იმ შემთხვევაში თუ ეს კონკრეტული თემა ემსახურება რაიმე ხელსაწყოს გაზიარებას
• ფორუმზე აკრძალულია link shrinker-ების ბმულის დადება, დაშვებულია მხოლოდ bit.ly
• ფორუმზე აკრძალულია პლაგიატორობა ერთმანეთის სტატიებით
• აკრძალულია მავნე ფაილის გავრცელება
• ფორუმი ატარებს სასწავლო და შემეცნებით ხასიათს
• დარღვევების დაგროვების შემთხვევაში, მომხმარებელ დაედება აქაუნთზე ბანი
ისეთი მასალის ატვირთვა რამაც, შეიძლება საფრთხე შეუქმნას ფორუმს ან მომხმარებლებს
• პირადი ან პორნოგრაფიული მასალის ატვირთვა

• წერეთ ფორუმზე მხოლოდ ქართულად


LOGO PNG Version.png
ფორუმის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას იხსნის მომხმარებლების შეძენილი ცოდნის არაადეკვატურად გამოყენების შემთხვევაში, ფორუმზე მიღებული ცოდნა გთხოვთ გამოიყენოთ გაცნობიერებულად და კანონის ფარგლებში


საქართველოს კიბერ კანონმდებლობა

• წოდება Alien •

• პრივილეგიის ასამაღლებლად იაქტიურეთ
• ფოუმზე ხშირი აქტიურობის შემთხვევაში მოგენიჭებათ წოდება | Alien |
• პრივილეგირებულ მომხმარებლებს წვდომა ექნებათ ფორუმზე არსებულ დახურულ კატეგორიაში | Black Hole |